მისასალმებელია, რომ როგორც იქნა, ამ პრობლემის აღიარება მოხდა, რომ ეს პრობლემა რეალურად არსებობს და არა მხოლოდ საქართველოში – ევროპის კონტინენტის მასშტაბით ბევრი ქვეყანა დგას ამ გამოწვევის წინაშე, – ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ. ლევან მახაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროსაბჭო უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ზრუნვას იწყებს, გამოცდილების გაზიარებას კი საქართველოს სთხოვს.
„იმედია, რომ ეს დისკუსია საფუძველს დაუდებს არა იმ ფუჭ, უაზრო, ცარიელ კრიტიკას, რასაც ვისმენთ ხოლმე, არამედ კონკრეტულ, შინაარსიან დებატებს, რათა თითოეულმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ პრობლემაზე გააკეთოს ორიენტირი, პრობლემის მოგვარების გზები ეძიოს და არა ის უშინაარსო კრიტიკა, რაც ხშირად გვესმის ხოლმე მათ შორის ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებიდან“, – აღნიშნა მახაშვილმა.
