ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგნაციო კასისმა, რომელიც მოსკოვში იმყოფება, უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგო.
ამის შესახებ ვიდეოს სოციალურ ქსელში რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
კასისი ადგილზე ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან ერთად იმყოფებოდა.
მანამდე კი კასისი და სინირლიოღლუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდნენ. კასისის თქმით, მათ ისაუბრეს ომის დასასრულებლად დიალოგისა და ინკლუზიური მრავალმხრივი ურთიერთობების აუცილებლობაზე, ასევე იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, ეუთო იყოს ამ დიალოგის ხელშეწყობის პლატფორმა.
კომენტარები
