პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მდებარე შიიტურ მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 31 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 170-მდე – დაიჭრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, პაკისტანის დედაქალაქში, რომელიც კარგად არის დაცული, აფეთქებები იშვიათობას წარმოადგენს, თუმცა ბოლო პერიოდში ქვეყანაში ექსტრემიზმის ზრდა შეიმჩნევა.
„აფეთქების შედეგად დაღუპულების რაოდენობა გაიზარდა. საერთო ჯამში 31 ადამიანი დაიღუპა. საავადმყოფოებში გადაყვანილი ადამიანების რაოდენობა 169-მდე გაიზარდა“, – ციტირებს Reuters-ი ისლამაბადის კომისრის მოადგილეს, ირფან მემონს.
პოლიციის თანამშრომლების განცხადებით, მათ თვითმკვლელი ტერორისტი მეჩეთის შესასვლელთან შეაჩერეს, სადაც მან თავი აიფეთქა.
კომენტარები
