ირანი, გასული წლის ივნისში აშშ-ის მიერ მისი დაბომბვის შედეგად დაზიანებულ, სარაკეტო და ბირთვულ შესაძლებლობებს აღადგენს. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაბომბილი ძირითადი ობიექტები ირანმა უკვე წარმატებით შეაკეთა. გარდა ამისა, თეირანმა სწრაფად აღადგინა ბალისტიკური რაკეტების წარმოება, რომელიც შარშანდელი დაბომბვის შედეგად აგრეთვე დაზიანდა.
The New York Times-ის ცნობით, მათ ირანში აშშ-ის და ისრაელის მიერ დაბომბილი დაახლოებით 20 ლოკაცია შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ნახევარზე მეტ ობიექტებზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამის ექსპერტები აცხადებენ, რომ სარემონტო სამუშაოების სრული მასშტაბი გაურკვეველია, რადგან თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოსურათები მხოლოდ დედამიწის ზედაპირს ასახავს.
ფოტოსურათების ანალიზმა აჩვენა, რომ უკანასკნელ რამდენიმე თვეში რაკეტებთან დაკავშირებულ ათეულობით ობიექტზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
