ჩვენ პერმანენტული არასტაბილურობის მდგომარეობაში ვართ – ადგილი ჰქონდა სატარიფო მუქარას, რომელიც 2025 წლის ზაფხულისთვის მნიშვნელოვნად გამწვავდა, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-თან ურთიერთობების კომენტირებისას.
„2025 წლის შემოდგომიდან ჩვენ ვნახეთ, რომ ტრამპმა განაახლა მოლაპარაკებები დიდ ფარმაცევტულ კომპანიებთან და მოსთხოვა მათ, აეწიათ ფასები ევროპაში ან შეეზღუდათ ევროპული წვდომა გარკვეულ მოლეკულებზე, რაც სრულად ეწინააღმდეგება მის მიერვე ხელმოწერილ შეთანხმებას“, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა ესპანურ გაზეთ El Pais-თან ინტერვიუში.
„იქნება კრიზისი, არასტაბილურობა. სახეზეა არაპროგნოზირებადობა. და ამ ყველაფრის ფონზე, ვფიქრობ, საუკეთესო გზა რისკების შემცირება, დამოკიდებულებების შემცირება და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაა, ნაცვლად იმისა, რომ მომდევნო კრიზისებს დაველოდოთ~, – დასძინა მან.
