გერმანია ევროპას საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მეტი პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გერმანიის თავდაცვის მინისტრმა მსოფლიო წესრიგის ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მსოფლიოში ომებისა და კრიზისების ფონზე შეერთებული შტატების ყურადღების ცენტრი იცვლება და ამის გამო ევროპული უსაფრთხოების საფუძველი გარდაიქმნება.
„ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მაშინ როცა ამერიკის შეერთებული შტატები უახლოეს მომავალშიც გააგრძელებს სტრატეგიული და ბირთვული მხარდაჭერის უზრუნველყოფას, ნატო უფრო ევროპული ხდება, რათა დარჩეს ტრანსატლანტიკური. თვით შეერთებულ შტატებსაც კი არ შეუძლია მარტო მოქმედება, მას სჭირდება მოკავშირეები. ნატოს ფარგლებში მათი არსებობა, შეერთებულ შტატებს სხვა ძალებზე ძლიერს ხდის“, – აღნიშნა პისტორიუსმა.
