ბიზნესმენი რაია ჯანხოთელი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ჩემი მოკრძალებული რჩევა!
ეცადეთ გააცნობიეროთ ემოციები და ისე მართოთ – სულ ცოტა პოზიტივი მაინც დაუტოვეთ საკუთარ თავს, (რა თქმა უნდა თუ სხვა მოკეთე მყვარებელი არავინ გყავთ…!)
პოლიტიკის მიღმაც ბევრია საინტერესო და სასიამოვნო შესაგრძნობი, თუ მოინდომებთ მის დანახვას – თქვენს ფსიქიკას წაადგება!
ემოციების მართვა და გაცნობიერება დაგეხმარებათ სწორ “სიარულში”, აღარ გექნებათ მუდმივი “შაკიკი”!
მორყეული ნერვული სისტემა ყველაზე მეტად თქვენს თავს ავნებს…! თუ ამ კუთხით მძიმე ფორმის უსაშველობა გჭირთ, სხვისი თუ ვერა/არა, საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემა მაინც იქონიეთ!
პ.ს.
“უხერხულ” მდგომარეობაში ნუ აყენებთ და ნუ ამცირებთ თქვენი “უწუ-პუწუ”თი ნურც ბიძინას, ნურც პრემიერს და ნურც მდინარაძეს – როგორმე გააცნობიერეთ, რომ თქვენს გამო, უფრო მეტ ტალახს იღებენ😏(მათზე, თუ ვინმე სისაძაგლეს და სიბინძურეს დაწერს, თქვენ ტირაჟირებას უკეთებთ…)
ვერ იქნებით პაპზე მეტად კათოლიკეები – თავად დაიცავენ (თუ ამის საჭიროება გახდება) საკუთარ თავს…!”
