ბელგიის თავდაცვის მინისტრი თეო ფრანკენი ევროპელ ლიდერებს ბირთვულ იარაღზე ზედმეტი საუბრის გამო აკრიტიკებს.
„გთხოვთ, ენას კბილი დააჭირეთ“, – ასე მიმართავს ბელგიის თავდაცვის მინისტრი გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს.
ამასთან, თეო ფრანკენი ეხმაურება მერცის ნეგატიურ კომენტარებს „მომავლის საბრძოლო საჰაერო სისტემის“ გამანადგურებელთან დაკავშირებით, რომელსაც საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი ერთობლივად ავითარებენ.
„გერმანიის კანცლერის პოდკასტის მიხედვით, SCAF-ი მკვდარია. ფრანგულ-გერმანული მეექვსე თაობის გამანადგურებელი არ იქნება. ბელგია პროგრამაში დამკვირვებლის სტატუსით იყო წარმოდგენილი. ჩვენს პოზიციას გადავხედავთ. ბირთვულ შეკავებასთან დაკავშირებით ნამდვილად არ მესმის, რატომ საუბრობენ ევროპელი ლიდერები ამდენს. ეს გონივრული არ არის. გთხოვთ, ენას კბილი დააჭირეთ“, – წერს თეო ფრანკენი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პოდკასტში გერმანიის ბირთვული არენალის შექმნის იდეა გამორიცხა და აღნიშნა, რომ გერმანულ გამანადგურებლებს აშშ-ის ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ. ამასთან, მისივე თქმით, მსგავსი თანამშრომლობა, შესაძლოა, ბრიტანულ და ფრანგულ ბირთვულ შეიარაღებაზეც გავრცელდეს.
