სამთავრობო მედია საუბრობს ისტორიულ მოვლენაზე ქართული ზამთრის სპორტის ისტორიაში. სინამდვილეში ეს არის სამარცხვინო ფურცელი, – წერს სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„სამთავრობო მედია საუბრობს ისტორიულ მოვლენაზე ქართული ზამთრის სპორტის ისტორიაში. სინამდვილეში ეს არის სამარცხვინო ფურცელი. მათ ვინც ზეიმობთ „ქართველი“ მოციგურავეების წარმატებას ოლიმპიადაზე, ერთი დაუსვით ამ 1ქართველებს! სამი კითხვა, ვინაა საქართველოს მიწების ოკუპანტი? ვისი ბრალია ომი საქართველოში? ვისი ბრალია ომი უკრაინაში? ამ კითხვების დასმის გარეშე ვინც ამ სპორტსმენების შედეგს საქართველოს გამარჯვებად თვლიან, ისინი უკვე „გრუზინები“ არიან და არა ქართველები. სინამდვილეში ივანიშვილის რეჟიმმა კონტრაბანდით შეაპარა რუსები ოლიმპიადაზე“, – აღნიშნავს სააკაშვილი.
კომენტარები
