სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის და ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ნედლი რძის გადამმუშავებელი არალეგალურ საწარმოებს მიაკვლიეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ფიზიკური პირი ლ. მ. (მის: ლაგოდეხში სოფელი ქვემო ნაშოვარი) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კუსტარულად აწარმოებდა ე.წ. „ყველს“.
ინდმეწარმე დ.შ. (მის: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ: დისველი) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, ჰიგიენური ნორმების დარღვევით, ახდენდა რძის გადამუშავებას და ე.წ. „ყველის“ წარმოებას.
გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, საეჭვო წარმომავლობის სურსათი დაილუქა, მეწარმეები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
