აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების – „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირების ფაქტს ეხმიანება.
ანანიძის განცხადებით, უკრაინის ომის მე-4 წლისთავზე ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები სწორედ იმის დასტურია, რომ „იმედი“ და „პოსტივი“ ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას და არ მიჰყვებიან უცხო ქვეყნების მიერ დაწესებულ დღის წესრიგს.
„კარგად იკითხება, რომ ეს არის ზელენსკის სანქცია ბრიტანული სახელით.
„იმედისა“ და „პოსტვის“ სანქცირება უკრაინის ომის მე-4 წლისთავზე, დასტურია იმისა, რომ ეს მედიასაშუალებები არ მიჰყვებიან გარედან თავსმოხვეულ დღის წესრიგს,“– წერს ცოტნე ანანიძე.
დღეს ცნობილი გახადა, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით.
