ტელეკომპანია „იმედი“ დიდი ბრიტანეთის საელჩოსგან პასუხს ელოდება კითხვაზე – „იმედის“ რა კონკრეტულმა ქმედებებმა გამოიწვია უკრაინაში დესტაბილიზაცია, რომელ რუსულ ნარატივზეა ლაპარაკი და რას დაეყრდნო ბრიტანეთის მთავრობა მაშინ, როდესაც სანქციაზე მუშაობდა.
„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი რამდენიმე საათია, რაც საელჩოსთან იმყოფება და ცდილობს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებისგან პასუხების მიღებას, თუმცა ჯერ „ქრონიკის“ კამერასთან არავინ გამოჩენილა. სამაგიეროდ, დიდი ბრიტანეთის ელჩი კოლეგებთან ერთად ღონისძიებაზე იმყოფება. იქ შესვლა მხოლოდ ოპოზიციური არხებისთვის არის ნებადართული.
კომენტარები
