ჩვენი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკაა, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისევე ჩვენს დებთან და ძმებთან მიმართებაში, გულწრფელი, გულღია, რომ ჩვენ გვინდა ერთად, ერთიან საქართველოში ცხოვრება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პროცესი შედგეს, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო აუცილებლად გაერთიანდება.
„დღეს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, მაგრამ განსხვავებული რეალობა გვაქვს – ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა. ორ რეგიონში, რომელზეც მუდმივად ვპოზიციონირებთ, ცხოვრობენ ჩვენი ოსი და აფხაზი დები და ძმები. ჩვენი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკაა, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისევე ჩვენს დებთან და ძმებთან მიმართებაში, გულწრფელი, გულღია, რომ ჩვენ გვინდა ერთად, ერთიან საქართველოში ცხოვრება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პროცესი შედგეს. მგონი, ამას საქმითაც ვამტკიცებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, ბევრი წელია, ერთად მოვდივართ და იმედს ვიქონიებ, რომ ადრე თუ გვიან, ეს აქტი აუცილებლად შედგება, საქართველო გაერთიანდება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
