ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არასწორ პოლიტიკას ატარებდნენ და რასაც ისინი 4 წლის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ რუსეთთან დიალოგი არ შეიძლებოდა და ყველას უკრძალავდნენ, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო ძალიან არასერიოზული პოლიტიკის შედეგი, – განაცხადა ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ეს ომი დასრულდებოდა დაწყებიდან 2 თვეში, რომ არ ჩაეშალათ უკრაინა-რუსეთს შორის მიღწეული მოლაპარაკებების შედეგი.
„ეს ომი დასრულდებოდა დაწყებიდან 2 თვეში, რომ არ ჩაეშალათ უკრაინა-რუსეთს შორის მიღწეული მოლაპარაკებების შედეგი, რის მიხედვითაც ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო 2022 წლის აპრილში“,- აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
რუსეთთან დიალოგის მსურველ ევროპელთა რიგებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიც შეუერთდა. ის, რაც სხვებისთვის აკრძალული იყო, მათთვის საჭირო გახდა. საინტერესოა ისიც, რომ არგუმენტების ძიებაში საერთო უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობა დასახელდა, გეოგრაფიას კი სულ უფრო მეტი ჩიხში მყოფი იშველიებს თავის გასამართლებლად. ამასობაში, გერმანიისთვის რუსეთი ევროპული ქვეყანაც გახდა.
