ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან კოჯორში, სადაც დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო.
პრემიერის თქმით, ეს დღე შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვისთვის.
„ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას. ისინი გმირულად იბრძოდნენ და მათ დაგვიტოვეს გმირობის ჭეშმარიტი მაგალითი. ჩვენი ვალია მათთვის პატივის მიგება. ეს დღე შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვისთვის. ჩვენი გმირები გვაძლევენ სწორედ ამის მაგალითს და ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ზუსტად ასეთი მაგალითით, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას“, – განაცხადა პრემიერმა.
