დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”იმედის და პოსტტივის დასჯა, წარმოადგენს უაღრესად მიუღებელ და უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტს და მედიის თავისუფლებას. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ არღვევს საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად პრინციპებს, არამედ ქმნის სახიფათო პრეცედენტს, როდესაც უცხო იურისდიქციები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ახორციელებენ, მათ შორის ერევიან მედიისა და ფინანსური სექტორის საქმიანობაში.
როგორ უნდა იმოქმედონ საქართველოში არსებულმა კომერციულმა ბანკებმა? რა თქმა უნდა, არ უნდა იმოქმედონ საერთაშორისო სანქციების შესაბამისად, რადგან ისინი(სანქციები) ხშირად პოლიტიკურად მოტივირებულია. ბანკებმა უნდა იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც ეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა,
ეს პოზიცია არა მხოლოდ იურიდიულად გამართლებულია, არამედ ემსახურება ქართველი მომხმარებლების ინტერესებს. ბანკებმა, როგორც საქართველოს იურიდიულმა პირებმა, პირველ რიგში უნდა უზრუნველყონ ადგილობრივი მომხმარებლების საჭიროებები, იქნება ეს ტრანზაქციების უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა თუ ეკონომიკური სტაბილურობა და არა უცხო აქტორების პოლიტიკური აქტორების ინტერესები.
საქართველომ უნდა დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და არ დაუშვას გარე ზეწოლა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის დესტაბილიზაციას. ბანკების მოქმედება ეროვნული კანონმდებლობის ჩარჩოში არის არა მხოლოდ ვალდებულება, არამედ გარანტია იმისა, რომ ქართველი მომხმარებლები იქნებიან დაცულნი!”


