დავით ფაცაციამ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად კოჯორში 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო
“დღეს პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს, რომლებიც წინ აღუდგნენ საბჭოთა ოკუპანტებს და უთანასწორო ბრძოლაში საკუთარი სიცოცხლე გმირულად შესწირეს სამშობლოს.
ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ხანგრძლივი აგრესიის სიმბოლოდ იქცა, რომლის შედეგებსაც ყოველდღიურად ვხედავთ. მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არა მხოლოდ წარსული, არამედ ჩვენი აწმყოცაა.
დღეს, როგორც არასდროს, მტკიცედ უნდა დავდგეთ, გავერთიანდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.
