შავი ზღვის ბათუმის ჯაზფესტივალში „ჯემიროქვაი“ მიიღებს მონაწილეობას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, მე-11 ჯაზფესტივალი ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე 27 ივლისს გაიხსნება და 4 დღეს გაგრძელდება. ბრიტანული ჯგუფი „ჯემიროქუაი“ საქართველოს მეორედ ეწვევა და კონცერტს ბათუმში 28 ივლისს გამართავს.
კავკასიის რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც „გრემის“ ლაურეატმა ჯგუფმა კონცერტის ჩატარების სურვილი თავად გამოთქვა.
ჯაზფესტივალის პროგრამაშია პოპულარული ბრიტანელი მომღერლის – ჯოს სთოუნის კონცერტი…. ფესტივალში ამერიკული ტრიო „დე ლა სოულის“ საღამოც და მსოფლიოში ცნობილი სხვა შემსრულებლების გამოსვლაც იგეგმება.
ჯამიროქუაიმ“ წლების წინ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩაატარა კონცერტი. მისი კონცერტი ბათუმში წელს განსაკუთრებით საინტერესო იქნება, ვინაიდან ახალი ალბომი გამოიცა.
ჯგუფი 1992 წელს დაარსდა. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერაა „Virtual Insanity“, რომელმაც 1997 წელს 4 MTV Video Music Awards მოიპოვა და ამავე წელს დაიმსახურა „გრემიც“ საუკეთესო პოპპერფორმანსისთვის.„ჯამიროქუაი“ მთელ მსოფლიოშია ცნობილი და მუსიკალურ სამყაროში საკუთარი ხელწერა შექმნა, რომლის გამეორებასაც ბევრი ცდილობს.
“ჯემიროქვაი“ ბათუმის ჯაზფესტივალზე ახალი ალბომით წარდგება
2017/06/28 11:35:53
კომენტარები
ნანახია: 2039 ჯერ