საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა შეაფასა. როგორც მან განმარტა, ეს არის „დიფ სთეითის“ ხელწერა და პროცესი მათ მიერ არის ორკესტრირებული.
„2022 წლიდან, ჩვენთან რა პროცესებიც მიმდინარეობს, ეს არის „დიფ სთეითის“ ხელი. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ვერანაირი სანქცია ვერ დაამარცხებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას, ვერანაირი სანქცია გათიშავს ვერც „იმედს“, ვერც „პოსტივის“ და ვერცერთ დამოუკიდებელ არხს. ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არასდროს ჩაიხშობა. რა პრობლემებიც იდგა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, ის ჩვენს ქვეყანაში აღარასდროს განმეორდება“, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
თავისუფალ მედიაზე დიდი ბრიტანეთის თავდასხმის გამო საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. მან შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვა.
