„იმედში“ მუშაობენ ახალგაზრდები. მაჩალიკაშვილის მამას მივმართავ, გამწარებულ მშობელს: შეიძლება ამ ახალგაზრდების სიკვდილი, ამოწყვეტა და წამება ისურვოთ? ეს არის სახისა და ზნეობის დაკარგვა, ეს არის ქვეყნის გახლეჩა, – განაცხადა ჟურნალისტმა, თამარ ცაგარეიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“.
„სიხარული გამოჩნდა დღეს საზოგადოებაში იმის გამო, რომ დაგვასანქცირეს ორი ტელევიზია, ჩვენი ტელევიზია ჩვენს სამშობლოში. იცით როგორი სიტყვებია ნახმარი თავისუფალ მედიასივრცეში?! როგორც სიკვდილი, როგორც კუბო, როგორც საფლავის ქვა, როგორც წყევლა, ზიზღი, აი ასეთი ტერმინები.
წარმოუდგენლად მეჩვენება მივცე ჩემს თავს უფლება, რომ ჩემს კოლეგებზე, ჩემს თანამემამულეებზე ვწერო ასეთი სიტყვები – იმედში ხალხო მუშაობენ ახალგაზრდები! მაჩალიკაშვილის მამას მივმართავ, გამწარებულ მშობელს. შესაძლებელია რომ ამ ახალგაზრდების სიკვდილი ისურვოთ, ამოწყვეტა ისურვოთ, დაწვა ისურვოთ?! როგორ შეგვიძლია ჩვენ, საქართველოში ერთმანეთის შვილების დაღუპვა და საფლავის ქვებზე ვწეროთ. ეს წარმოუდგენელია, ეს არის სახის დაკარგვა, ეს არის ქვეყნის გახლეჩა.
ხალხო ვის წყევლით?! ვის დებთ საფლავის ქვის ქვეშ?! გააცნობიერეთ ეს, ეს ჩვენი შვილები არიან, ჩვენი მომავალია, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
