დღეიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა და არალეგალი მიგრანტების დასაქმება აიკრძალა. მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები კურიერად, ტაქსის მძღოლად და გიდად ვეღარ იმუშავებენ.
მთავრობის პრიორიტეტი საქართველოს მოქალაქეა. ბიზნესი ვალდებული იქნება საკუთარი ვაკანსიები შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში ატვირთოს, პარალელურად, დასაქმების სააგენტო ადგილობრივი კადრის ძიებას დაიწყებს და თუკი ვაკანტურ პოზიციაზე მოთხოვნა არ იქნება, ამის შემდეგ შეძლებს დამსაქმებელი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებაზე განაცხადის გაკეთებას.
კომენტარები
