გადაცემა „ჩვენ ქართველების“-ის წამყვანმა გიორგი კალანდიამ გადაცემაში „იმედის კვირა“ ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე ისაუბრა.
კალანდიას თქმით, მისი გაოცება იმ ადამიანების რეაქციამ გამოიწვია, რომლებსაც ალტერნატიული აზრის შესაძლო გაქრობა ახარებთ.
„მართლა მიჭირს ავხსნა რა ხდება, როდესაც ჩვენ ვემსახურებით იმ საქმეს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი აზრის დამკვიდრება. ვინც „იმედის“ მაყურებელია, მან ძალიან კარგად იცის, რომ „იმედის“ მიზანი არის თავის მაყურებელთან მიიტანოს სიმართლე. მე გამაოცა იმ ადამიანების „ჟივილ-ხივილმა“, რომ თითქოს და ალტერნატიულ აზრს გააქრობენ და ეს უხარიათ“, – აღნიშნა გიორგი კალანდიამ.
კომენტარები
