აინტერესებს ერთადერთი რაღაც – შური იძიოს ქართველ ხალხზე, ვინც მას მტკიცედ უთხრა უარი 2012 წელს და მას და მის კრიმინალურ ბანდას ხელისუფლებაში არასდროს დააბრუნებს, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მისამართით.
დეპუტატი ექსს-პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სააკაშვილი ნატრობს საქართველოშიც განვითარდეს ირანის მსგავსი მოვლენები.
„სინამდვილეში ამ [სააკაშვილს] ადამიანს არც ირანის ბედი აინტერესებს, არც ქართველების, არც სხვა ნებისმიერი ქვეყნის. აინტერესებს ერთადერთი რაღაც – შური იძიოს ქართველ ხალხზე, ვინც მას მტკიცედ უთხრა უარი 2012 წელს და მას და მის კრიმინალურ ბანდას ხელისუფლებაში არასდროს დააბრუნებს. ამ ხალხზე უნდა შურის ძიება და ამისთვის თუ მთლიანად ქვეყანას გაწირავს და გაანადგურებს, ძალიან ბედნიერი იქნება, მაგრამ მას ბედნიერება ნამდვილად არ უწერია“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
