სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციური მედიის მიერ მორიგი თემით მანიპულირებას ეხმიანება, რომლებმაც მთავრობის განცხადებიდან გამოტოვეს ისრაელისადმი და არაბული ქვეყნებისადმი სამძიმარი და მხოლოდ ირანისადმი სამძიმრის მონაკვეთი გაავრცელეს თავიანთ მედიებში.
სალუქვაძე მიხელ სააკაშვილს და ზოგადად „ნაციონალურ მოძრაობას“ „პოლიტიკურ დივერსანტებად“ მოიხსენიებს და იხსენებს მათ ახლო ურთიერთობებს რუსეთთან და ირანთან.
„ნაცები რომ ხმას იღებენ…
2004 წელს ჯერ პუტინს ეწვია, მოსკოვში, რამდენიმე თვეში კი ირანში ჩაფრინდა.
მეხსიერების პრობლემები აქვთ. შემდეგ შეხვედრებსაც შევახსენებ. ხან გილაურს უშვებდა თეირანში, ხან აჰმადინეჯადს ხვდებოდა გაეროში…
ახლა თემით მანიპულირებენ. მთავრობის განცხადებიდან გამოტოვეს ისრაელისადმი და არაბული ქვეყნებისადმი სამძიმარი და მხოლოდ ირანს აფრიალებენ.
კოლექტიურ ნაცებს გეძახოდით, დღეიდან (თუმცა დიდი ხანია) პოლიტიკური დივერსანტები ხართ“,- წერს ამირან სალუქვაძე.
