ამერიკულ საზოგადოებაში არიან შეურაცხადებიც, მაგალითად, ჯო უილსონი, რომელსაც რატომღაც მიაჩნია, რომ საქართველოს სუვერენულ საქმეებში ჩარევა მისი საქმეა, – განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა გადაცემაში„თბილისის დროით“.
გადაცემის წამყვანმა დიპლომატს ჰკითხა, როგორ შეაფასებდა ჯო უილსონის ქმედებას ხელახლა გააცოცხლოს ე.წ. „მეგობარი აქტი“?
„სწორედ ამ აქტის მიზანია საქართველოს იძულება ე.წ. ევროატლანტიკური კურსი შეინარჩუნოს, ეს კი იმ დროს – როდესაც თავად ამერიკის შეერთებული შტატები და ტრამპი აქცევენ ზურგს ევროპას და აზიაზე ფიქრობენ. ასე, რომ შეურაცხადი ხალხი როგორიც ჯო უილსონია, არაა დაინტერესებული საქართველოს ხელისუფლებასთან საუბრით, მათ სალომე ზურაბიშვილი ურჩევნიათ, და არა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. ის ისევე როგორც რიგი არანორმალური ბრიუსელში და ლონდონში, შეპყრობილია საქართველოს დასჯის სურვილით, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ უარი თქვით რუსეთთან ომში ჩაბმაზე.
„მეგობარი აქტი“ საკანონმდებლო პროცესშია გაჭედილი, იმედი მაქვს ეს ასეც დარჩება . საქართველო 2012 წლის შემდეგ შესანიშნავი ეკონომიკური წინსვლის მაგალითია, სააკაშვილის შემდგომ ვითარება გაუმჯობესებულია, კოვიდისა და უკრაინის ომის დასაწყისში ზრდა ცოტათი შეფერხდა, მაგრამ ახლა საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა, მით უმეტეს ევროპაში და მით უმეტეს სამხრეთ კავკასიაში. საქართველოს ბიზნესის წამოწყების თვალსაზრისით საუკეთესო მაჩვენებლები აქვს, სახელმწიფო სერვისების ხარისხი, გამჭირვალობა, შესანიშნავი შედეგები გაქვთ, ჯო უილსონის მსგავსმა შეურაცხადმა ხალხმა კი საქართველოს თავი უნდა გაანებოს და ამ ქვეყანას განვითარების საშუალება მისცეს“, – განაცხადა იან პრაუდმა.
