საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ ექვსი წელი, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმაზე საუბრისას.
„ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ ექვსი წელი“, – აღნიშნა მან.
კომენტარები
