მეორე ფრონტზე საუბარი მაშინ ჯერ კულისებში იყო და შემდეგ ნელ-ნელა საჯარო მოწოდებებიც იყო, მათ შორის, აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაციის, ელჩის, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. არ მგონია, საქართველოში კეთილგონიერი ადამიანი იყოს, რომელიც ვერ ხვდებოდეს, ქვეყანა რას გადაურჩა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ენჯეოს“ წარმომადგებლები საქართველოს აფხაზეთში გასეირნებისკენ პირდაპირ მოუწოდებდნენ.
„საქართველოში „ენჯეოს“ წარმომადგებლები ქვეყანას აფხაზეთში გასეირნებისკენ პირდაპირ მოუწოდებდნენ. ერთ-ერთმა ქვეყანას ბომბების წვიმა უსურვა. რატომღაც ეს წვიმა საფრანგეთს არ უსურვა, რომელმაც რუსეთს ევროპის არქიტექტურის ერთად აგება შესთავაზა. ქვეყანამ გასულ წლებში დანის პირზე გაიარა, რომ მეორე ფრონტი არ გახსნილიყო, რომელსაც საჯარო მოწოდებების სახითაც ჰქონდა უკვე ადგილი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
