ლევან ცუცქირიძე ცდილობს ამტკიცოს, რომ არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას. მას მისი წარსული საქმიანობა ამხელს. მაგალითად, ცუცქირიძე ჯერ კიდევ 2007 წელს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესებში მონაწილეობდა. 2008 წელს კი ნაციონალურ მოძრაობას არჩევნების შედეგები უღიარა. ის იყო ჩატარებული ეგზიტპოლების ერთ-ერთი ავტორი.
როგორც „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, ცუცქირიძე „ნაცმოძრაობის“ აქტივისტია.
„ცუცქირიძე ძველი, გამოცდილი „მიშისტია“. ჯერ 2007 წელს სააკაშვილმა, არჩევნების გაყალბების მიზნით შექმნა პრეზიდენტთან არსებული კომისია, რომელსაც სათავეში ჩაუყენეს ცუცქირიძე და გია ნოდია. ამის შემდეგ 2008 წელს, შეიკრიბა „ჯიპას“ რექტორი იყო მაშინ ცუცქირიძე, შეიკრიბა „რონდელის ფონდი“, „კავკასიის უნივერსიტეტი“, „ილიაუნი“, მოკლედ, მთელი სოროსის გვარდია პირდაპირ , რომ ვთქვათ და ამ ოთხეულმა შექმნა ე.წ. ეგზიტპოლების ბიურო, რაც ემსახურებოდა წინასწარ არჩევნების გაყალბებისთვის ნიადაგის მომზადებას. ასე, რომ ძველი, გამოცდილი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტია“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
