აშშ-ირანის ომი ქმნის საფრთხეს, რომ უკრაინა ვლადიმერ პუტინის ძალების წინაშე მოწყვლადი გახდება, რადგან დონალდ ტრამპი მთელ თავის შეიარაღებას ირანზე ამისამართებს. ინფორმაციას The Independent-ი უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
ექსკლუზიური ინტერვიუს დროს ზელენსკიმ გამოცემას გაუზიარა თავისი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი სულ უფრო მწვავდება, რაც პირდაპირ მოქმედებს უკრაინის ძალისხმევაზე, თავი დაიცვას რუსეთისგან.
ზელენსკის განცხადებით, ახლა უკრაინას, შესაძლოა, საჰაერო დაცვის რაკეტების დეფიციტი შეექმნას, რადგან აშშ და მისი მოკავშირეები ასობით ასეთ რაკეტას ირანული დრონების ჩამოსაგდებად იყენებენ.
„ახლა მოხდება ყურადღების გადატანა ახლო აღმოსავლეთზე, ირანის ომზე, შეერთებულ შტატებსა და ისრაელზე“, – თქვა ზელენსკიმ გამოცემასთან ინტერვიუს დროს.
„ჩვენი შეფასებით, [უკრაინის] ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები, უსათუოდ, შემცირდება“, – დასძინა მან.
