ნატო არ გეგმავს მე-5 მუხლის ამოქმედებას თურქეთის თავზე ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების გამო, – განუცხადა ხუთშაბათს Reuters-ს ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.
„მე-5 მუხლზე არავინ საუბრობს“, – განაცხადა რუტემ მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი ინციდენტი „სერიოზულად“ შეაფასა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გუშინ ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა დაინახეს – ნატო არის ძალიან ძლიერი და ძალიან ფხიზლად“, – განაცხადა მან.
ნატოს წევრმა თურქეთმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიმართული ირანული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. მომხდარმა კიდევ უფრო გაამძაფრა იმის ალბათობა, რომ კონფლიქტი შესაძლოა გაფართოვდეს და მასში მთელი ალიანსი ჩაერთოს.
კომენტარები
