აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელ X-ში ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილ დრონების გადამზიდავზე თავდასხმის ვიდეომასალას ავრცელებს.
„ამერიკის ძალები არ ერიდებიან ირანის მთლიანი სამხედრო-საზღვაო ფლოტის ჩაძირვის მისიის შესრულებას. დღეს შეტევა განხორციელდა დრონების გადამზიდავ ირანულ გემზე, რომელიც ზომით მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ავიამზიდს ჰგავს, ახლა ის იწვის“, – აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან ერთად, უცნობია, თუ სად მოხდა თავდასხმა ირანულ გემზე.
კომენტარები
