საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებს, ლიბანში ომი „არ გააფართოვოს“. ამასთან, მისი თქმით, საფრანგეთი ლიბანის შეიარაღებულ ძალებს ჯავშანტრანსპორტიორებს, ოპერატიულ და ლოგისტიკურ მხარდაჭერას მიაწვდის.
მაკრონი ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს ისრაელის მიმართულებით სროლა, დაყაროს იარაღი და „აჩვენოს, რომ არ არის საზღვარგარეთიდან ბრძანებების მიმღები შეიარაღებული შენაერთი“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ისრაელს, თავი შეიკავოს ლიბანში ჯარების ადგილზე განთავსებისგან ან „ფართომასშტაბიანი ოპერაციის“ დაწყებისგან.
„ლიბანის ხელისუფლებამ ჩემ წინაშე აიღო ვალდებულება, რომ გააკონტროლებს „ჰეზბოლას“ მიერ დაკავებულ პოზიციებს და სრულად იქნება პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე მთელ საკუთარ ტერიტორიაზე. მე მათ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. საფრანგეთი გააძლიერებს თანამშრომლობას ლიბანის შეიარაღებულ ძალებთან და მიაწვდის მათ ჯავშანტრანსპორტიორებს, ასევე ოპერატიულ და ლოგისტიკურ მხარდაჭერას“,– განაცხადამაკრონმა
მისი თქმით, „ყველაფერი უნდა გაკეთდეს“ იმისთვის, რომ ლიბანი „კიდევ ერთხელ არ ჩაითრიონ ომში“.
