ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ სამ დღეში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა Patriot-ის 800-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, რაც იმაზე მეტია, რაც უკრაინამ რუსეთის შეჭრიდან დღემდე მიიღო, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„უკრაინას არასდროს ჰქონია რაკეტების ასეთი რაოდენობა, რათა თავდასხმები მოეგერიებინა. მხოლოდ უკანასკნელ სამ დღეში 800-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, როცა უკრაინა 2022 წელს პირველად გადაეყარა ირანულ დრონებს, მათ ჩამოსაგდებად კიევი იყენებდა „ყველაფერს, რაც ჰქონდა“. თუმცა მოგვიანებით უკრაინამ გამოცდილება დააგროვა.
„ყველა ხვდება, რომ Patriot-ის რაკეტები არ არის საკმარისი“, – დასძინა ზელენსკიმ.
კომენტარები
