ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშიანმა მეზობელ ქვეყნებს ბოდიში მოუხადა ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმებისთვის და აღნიშნა, რომ ირანი მეზობლებს თავს არ დაესხმება, „თუ ისინი პირველები არ დაესხმებიან თავს“.
„მე საჭიროდ მიმაჩნია ბოდიში მოვუხადო მეზობელ ქვეყნებს, რომლებზეც შეტევა განხორციელდა. ჩვენ არ ვაპირებთ მეზობელ ქვეყნებში შეჭრას“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.
ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისრაელის ან შეერთებული შტატების მხარდაჭერა „პატივისა და თავისუფლებისკენ მიმავალი გზა არ არის“.
ამასთან, ფეზეშქიანის თქმით, ირანი არ დანებდება და სამხედროები აგრძელებენ ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს.
„ირანი არასდროს დანებდება, ისინი ჩვენი უპირობო დანებების შესახებ ოცნებებს საფლავში წაიღებენ“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.
კომენტარები
