თინა ბოკუჩავა აღიარებს, რომ სწორედ ოპოზიციამ იმუშავა, რათა დიდი ბრიტანეთი თავისუფალ მედიას თავს დასხმოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი შედეგით კმაყოფილია და აანონსებს, რომ უცხო ქვეყნებში ამ თემაზე აქტიურ შეხვედრებს გააგრძელებს.
ბოკუჩავას ჟურნალისტის დასმული კითხვა არ მოეწონა – ატარებს თუ არა ოპოზიცია კამპანიას ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად.
„ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიღებულიყო და ის შეხებოდა მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებს.
ძალიან კარგია, რომ რუსული ტყუილებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დაგასანქცირათ დიდმა ბრიტანეთმა“, – აღნიშნა მან.
კომენტარები
