ეს ადამიანები არათუ ექსპერტები და ლექტორები არიან, არიან პირდაპირ დაკავშირებული რადიკალურ ძალებთან, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ სახელმწიფოს ებრძვიან, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა, რითაც ეხმაურება თინა ხიდაშელის, გუბაზ სანიკიძის, გიორგი კანდელაკისა და ვახტანგ კაპანაძის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას.
„ამდენი ომი და უბედურება ტრიალებს და მათ სურთ, რომ ჩვენი ქვეყანაც ამ სიტუაციაში აღმოჩნდეს. ეს მათ არ გამოუვათ, სწორედ ამიტომ ჩაერთო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქმედებაში“, – აღნიშნა რურუამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის ვახტანგ კაპანაძის გამოკითხვა, უწყებაში გუშინ, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მანამდე საქალაქო სასამართლოში გამოიკითხნენ, თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი, ასევე გუბაზ სანიკიძე.
