ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მას არ აქვს ინტერესი მოლაპარაკებების მიმართ, ვიდრე თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ვიდრე სამხედრო აგრესია გრძელდება, გადამწყვეტი პასუხის გარდა სხვა რამეზე სასაუბროდ მცირე სივრცე რჩება“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ კვირას განაცხადა, რომ თეირანი გასულ ივნისს დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას 12-დღიანი კონფლიქტის დასასრულებლად, თუმცა ამჯერად აუცილებელია ომის სამუდამო დასრულება.
კომენტარები
