აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანში მიმდინარე ომი აღწერა, როგორც „მოკლევადიანი ექსკურსია“.
„ჩვენი ქვეყანა ძალიან კარგად მიდის. ვგულისხმობ იმ დონეს, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა. ჩვენ მცირე ექსკურსია მოვაწყვეთ, რადგან ვგრძნობდით, რომ ეს აუცილებელი იყო ბოროტების მოსასპობად. ვფიქრობ, დაინახავთ, რომ ეს მოკლევადიანი ექსკურსია იქნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
„ხომ მაგარია ჩვენი ჯარი, არა?“ – თქვა შემდეგ პრეზიდენტმა ოვაციების ფონზე.
კომენტარები
