აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანთან ომში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და მიანიშნა, რომ ოპერაცია, შესაძლოა, თითქმის დასრულებული იყოს.
„ჩვენ დიდ ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენი სამხედრო მიზნის მისაღწევად და ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ის თითქმის დასრულებულია“, – განაცხადა მან პრესკონფერენციის დროს.
„ჩვენ ირანში ყოველი ცალკე აღებული ძალა სრულად გავანადგურეთ“, – დასძინა მან.
კომენტარები
