ისრაელმა თეირანში, ისპაანსა და შირაზში ირანის ათობით სამხედრო ობიექტი დაბომბა. ცაჰალის ცნობით, თავდაცვის ძალებმა 170-ზე მეტი ბომბი გამოიყენეს, რომელთა სამიზნეშიც თეირანში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, „ყუდსის ძალების“ შტაბბინა, ისპაანში საზენიტო რაკეტების წარმოებისა და შენახვის ობიექტები და შირაზში სამხედრო ინფრასტრუქტურა მოექცა.
ისრაელის არმია, პარალელურად, სამხედრო ოპერაციას განაგრძობს ლიბანის მიმართულებით, ჰეზბოლას წინააღმდეგაც. დაჯგუფების პოზიციები ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში დაიბომბა.
ირანის მხრიდან მორიგი თავდასხმის შესახებ ავრცელებს ცნობას კატარი და იუწყება, რომ თავდაცვითმა ძალებმა რაკეტები და დრონები მოიგერიეს. ირანის მხრიდან თავდასხმის შესახებ იუწყება ქუვეითიც.
კომენტარები
