დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გივი თარგამაძის გამოკითხვა. სუს-ს კითხვები თარგამაძესთან, მის მიერ, ერთ – ერთი ტელევიზიის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე ჰქონდა.
„ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას. რა თქმა უნდა, პასუხი იყო – არა. ყველა ინფორმაცია მქონდა ღია წყაროებიდან“, – განაცხადა გივი თარგამაძემ გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ.
მისივე თქმით, მისი განცხადებები უკავშირდებოდა „საფრთხეებზე ყურადღების გამახვილებას“.
შეგახსენებთ, გივი თარგამაძემ თქვა, რომ საქართველოში ტერორისტების უნივერსიტეტი ფუნქციონირებს. თარგამაძე აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია ღია წყაროებზე დაყრდნობით აქვს.
კომენტარები
