საჯაროდ ადასტურებ, რომ უცხო ქვეყანაში რეგისტრირდები და რა დღეში ჩავარდნენ, როგორ უნდა დაგვარქვა უცხო ქვეყნის აგენტიო, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ თინა ხიდაშელის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩეხეთში დარეგისტრირების ფაქტის კომენტირებისას.
„არა მარტო ხიდაშელი, მისი უფროსები უცხოეთიდან და ასევე აქაური წარმომადგენლობები პირდაპირ აცხადებენ, რომ მათი მიზანია, საქართველოს კანონმდებლობას გვერდი აუარონ და შავი ფული ისე შემოიტანონ საქართველოში. ეს გაცხადებული აქვთ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ხალხი მენტალურად არიან უცხო ქვეყნის წარმომადგენლები. მარტო იმით არა, რომ ფულს უხდიან, მენტალურად ეზიზღებათ ყველაფერი ქართული, თუ ისინი არ იქნებიან ხელისუფლებაში. საჯაროდ ადასტურებ, რომ უცხო ქვეყანაში რეგისტრირდები და რა დღეში ჩავარდნენ, როგორ უნდა დაგვარქვა უცხო ქვეყნის აგენტიო. წავიდნენ და თვითონ რეგისტრირდებიან უცხო ქვეყანაში“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
