„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი შეფასებით, ამ დოკუმენტს არანაირი ფასი არ აქვს.
„ეს არის მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა, რადგან ასეთი ტიპის ანგარიშების, სადაც შავით თეთრზე ტყუილი წერია, ფასია ნული. როცა შენ სიმართლის მხარეს დგახარ, ძალიან ძნელია ვინმემ დაგამარცხოს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში, საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ გააუქმოს გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონები. ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) „გრანტების შესახებ“ კანონში, უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.
