ჭირად ექცა მოსკოვის რუსული მექანიზმის ანგარიში ოპოზიციას. თან ხარობენ, თან უხერხულობისგან შეგნებულად ერიდებიან იმ თემებს, რაზეც საზოგადოების რისხვა დაატყდებათ თავს, – წერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, “უსამშობლო აგენტებმა”, მკაფიო პასუხი უნდა გასცენ კითხვებს, უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული “ფარას”, გამჭვირვალობის და არასრულწლოვანთა დაცვისა და ოჯახური ღირებულებების კანონები, რაც ეუთოს მოსკოვის მექანიზმით არის მოთხოვნილი.
„ჭირად ექცა მოსკოვის რუსული მექანიზმის ანგარიში ოპოზიციას. თან ხარობენ, თან უხერხულობისგან შეგნებულად ერიდებიან იმ თემებს, რაზეც საზოგადოების რისხვა დაატყდებათ თავს. ამიტომ მარტივ ტესტს გთავაზობთ – კოლექტიურმა ლომჯარიებმა, ბურჯანაძეებმა, გვარამიებმა და სხვა უსამშობლო აგენტებმა მკაფიო პასუხები გასცენ შემდეგ კითხვებს:
უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული ფარა?
უნდა გაუქმდეს თუ არა გამჭვირვალობის კანონი?
უნდა გაუქმდეს თუ არა ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი?
უნდა დაკანონდეს თუ არა ქვეყანაში სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევა?
თავად უნდა აირჩიოს ადამიანმა სქესი, თუ ქალი ქალია და კაცი კაცია?
უმარტივესი კითხვებია. საზოგადოებას პასუხი გაეცით – კი ან არა! ჯერ ამ თემებზე ჩამოვყალიბდეთ და შემდეგ ვისაუბროთ ბუმბულგაცვენილი თუთიყუშის სამედიცინო ჩვენებაზე, – წერს გორდულაძე.
