საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე კარდინალმა კურტ კოხმა რომის პაპის მიმართვა წაიკითხა, რომელშიც ლეო XIV ილია მეორეს „შერიგების ხმას“ და „ერთობის დაუღალავ მშენებელს“ უწოდებს. ამის თაობაზე გამოცემა Vatican News-ი წერს.
„მიმართვაში პაპი ლეო XIV ხაზს უსვამს საქართველოს პატრიარქის როლს ეპოქალური ცვლილებების რთულ პერიოდში, მათ შორის, 1991-1993 წლების სამოქალაქო ომის დროს და აღნიშნავს, რომ პატრიარქად მსახურების პერიოდში ის ბევრი ადამიანისთვის გახდა სულიერი ლიდერი, შერიგების ხმა და ერთობისთვის დაუღალავი მებრძოლი.
პაპი ასევე ძმურ თანადგომას უცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს“, – ნათქვამია სტატიაში.
კომენტარები
