არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”უკანასკნელად უწმიდესი სამების საკათედრო ტაძარში 23 ნოემბერს მობრძანდა. როდესაც ტაძრიდან მიბრძანდებოდა, დაცვას უბრძანა: „კარი გააღეთ, ხალხმა დამინახოსო“. ცოტა ხანში მანქანა მეორედ გააჩერებინა და ნათლობის ორგანიზატორებთან ერთად ჩვენც გაგვახარა. ეს კადრები იმ საღამოს გადავუღე; მას შემდეგ აღარ მინახავს… ბოლოს კლინიკაში, მის უკანასკნელ დღეს ვნახე, შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა… მძიმეა, თუმცა შეხვედრის იმედი მუდამ მექნება.“
კომენტარები
