დეპუტატი ირაკლი ხელაძე სოციალურ ქსელში პატრიარქის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
”საჯაროდ ამ თემაზე არასდროს მისაუბრია, იმის მიუხედავად რომ საამაყო და სათქმელი ნამდვილად მქონდა, ამ კადრებში კარგად ჩანს თუ რამხელა კრძალვით და სიყვარულით ზრუნავენ ჩვენ ტკბილ პატრიარქზე მისი უახლოესი გარემოცვის წევრები. წარსულის გამოცდილებებიდან ისიც კარგად გვახსოვს როგორ ცდილობდნენ უწმინდესზე სერიოზული ზიანის მიყენებას, მათ შორის ის ადამიანები რომლებსაც ახლო კავშირი და კონტაქტი ქონდათ პატრიარქთან(მაგ.ციანიდის საქმე) გამომდინარე აქედან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ქონდა ერთგულებას და თავგანწირულ მსახურებას. პატრიარქის დაცვის უფროსი, ვანო კობაიძე და მისი უერთგულესი ბიჭები, პირველი სწორედ ვანოს მივუსამძიმრე და მადლობა გადავუხადე იმისთვის რომ დღე და ღამე გაასწორა პატრიარქზე ზრუნვაში. ამ კადრებშია ასევე ჩემი ძმა, რომელიც ბოლო წლებში სარგებლობდა წარმოუდგენელი შესაძლებლობით, ქონდა ბედნიერება და უდიდესი პატივი, ყოფილიყო ჩვენი ღვთაებრივი პატრიარქის ექიმი.”
