აშშ თანახმაა, ირანის გაყინული აქტივები გაათავისუფლოს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ერთ-ერთმა ირანელმა მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, აღნიშნა, რომ აშშ-ს მხრიდან ეს სერიოზული ნაბიჯია მოლაპარაკებებისას.
აღნიშნულ საკითხზე ამ ეტაპზე აშშ-ს მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.
ცნობისთვის, ირანმა ისლამაბადში ომის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკების დაწყების პირობად გაყინული აქტივების გათავისუფლება დაასახელა.
კომენტარები
