საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ფრანგი სამხედროების მიერ დაკავებული გემი Deyna, რომელიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს განეკუთვნება, გაათავისუფლა. ინფორმაციას საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის პრეფექტურა ავრცელებს.
გემი, რომელიც რუსეთს ეკუთვნის, ფრანგმა სამხედროებმა 20 მარტს დააკავეს ყალბი დროში გამოყენების ბრალდებით. ტანკერი მოზამბიკის დროშის ქვეშ ცურავდა და რუსეთის მურმანსკის პორტიდან იყო გამოსული.
23 მარტს მარსელის სასამართლომ გემის მფლობელი კომპანია დააჯარიმა. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემი გაათავისუფლეს და დაავალეს, დროშა რაც შეიძლება სწრაფად შეცვალოს.
კომენტარები
