აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ირანის დროშით მცურავმა სატვირთო გემმა ამერიკის ბლოკადისთვის გვერდის ავლა სცადა.
„გემი ბენდერ-აბასიდან გავიდა, ჰორმუზის სრუტე გაიარა და ირანის სანაპიროს გასწვრივ აშშ-ის ბლოკადისთვის თავის არიდებას ცდილობდა. სარაკეტო გამანადგურებელმა, USS Spruance-მა წარმატებით შეაჩერა გემი, რომელიც ირანისკენ მიემართებოდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განმარტებით, ბლოკადის დაწყებიდან უკან ათი გემი დააბრუნეს, არცერთ გემს ბლოკადა არ გაუვლია.
კომენტარები
